Tuesday, May 7, 2019

-2-

*     *     *
მახსოვს თხუთმეტი-თექსვმეტი წლის ასაკში მე და ჩემს მეგობარს ასეთი გატაცება გვქონდა - მოთხრობების წერაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ჩემი მეგობარი, რომანტიკულ ჟანრს არ ღალატობდა, მე კი ყველაფერში მინდოდა თავი გამომეცადა და ხან სასიყვარულო რომანებს მივედ-მოვედებოდი, ხან დეტექტივებს და ხან კიდევ ფანტასტიკურ მოთხრობებს. ყველაზე მეტად მაწუხებდა ის, რომ როგორც ორენოვან ოჯახში გაზრდილ ბავშვს, რადგან დედას რუსულად ველაპარაკებოდი და მამას ქართულად, ერთდროულად ორ ენაზე ვაზროვნებდი ხოლმე. ერთი წინადადება შეიძლებოდა რუსულად გამეაზრა, ხოლო მეორე ქართულად. ეს ჩვევა ძალიან მირთულებდა საქმეს და წერაში ხელს მიშლიდა.
მახსოვს ერთხელ საწერ მაგიდას მივუჯექი და რაღაც შინაგანმა ხმამ მიკარნახა მოთხრობის სათაური - „ანგელოზის გული“! რატომღაც შინაგან გზავნილს დავემორჩილე, სათაური დავწერე და ფურცელს მივაშტერდი. ვერც იმას ვხვდებოდი, საიდან მომივიდა ეს სათაური თავში და ვერ იმას რაზე უნდა ყოფილიყო მოთხრობა. რა უნდა დაწერო როცა სათაური იცი, მაგრამ შინაარსი არა? იდეები არ მომივიდა და საკუთარ შესაძლებლობებში იმედები მალევე გამიცრუვდა. დავასკვენი რომ არასაკმარისი ფანტაზია და წერის ნიჭი მქონდა, საიმისოდ რომ ამ ასპარესზე რაიმე აზრიანი შემექმნა  და წერას თავი დავანებე. ცხოვრებამ მწერლობის სფეროს სრულიად ჩამომაშორა და ჩემმა არჩევნებმა სულ სხვა გზით წამიყვანეს, მაგრამ ახლა, როდესაც ჩემი მოგონებების წერას შევუდექი, ძალიან კარგად ვაცნობიერებ შინაარს და რახან სათაურის შერჩევაზე მიდგა საქმე, ვიცი, რომ ამ წიგნს მხოლოდ ერთი სათაური შეიძლება ქონდეს - „ანგელოზის გული“! ეს წიგნი ჩემს სულიერ მასწავლებლებთან მისტიკური ურთიერთობის გამოცდილებას აღწერს და არ ისახავს მიზნად ვინმესთვის აზრის მოხვევას ან ფასეულობების შეცვლას. იგი ორი ნაწილისგან შედგება - წარსულის მოგონებები და პირდაპირ დროში, დღიურის ფორმატში დაწერილი ყოველდღიური ჩანაწერები. ყველა მოვლენა რაც აქ არის აღწერილი რეალურად მოხდა და თითოეული სიტყვა სიმართლეა იმდენად, რამდენადაც მე მესმის ამ ცნების არსი.


-1-




ანგელოზის გული

ავტობიოგრაფიული დღიური

იმმა




Если ты хочешь построить корабль, не надо созывать людей, планировать, делить работу, доставать инструменты. Надо заразить людей стремлением к бесконечному морю. Тогда они сами построят корабль.

Антуан де Сент-Экзюпери

-1- ანგელოზის გული ავტობიოგრაფიული დღიური იმმა Если ты хочешь построить корабль, не надо созывать людей, план...